ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ულოცავს. ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტეს მიერ გავრცელებულ მისალოც განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩემო ძვირფსო ქართველო ხალხო, დღეს ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის გზა უფრო მეტი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენს მტკიცე პარტნიორებად ვრჩებით. ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა გაგიზიაროთ საუკეთესო, რაც გაგვაჩნია: ღირებულებები და პარტნიორობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველი ხალხმა გამოხატა ნდობა ევროპული ცხოვრების წესის მიმართ. ამ დღეს ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მისალოც მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






