ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გამოიყენებს იმ სარგებელს, რაც ასოცირების ხელშეკრულებას აქვს.
"ჩვენ ტაში დავუკარით და მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას, რომელიც რამდენიმე საათში ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. ის გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურ, საგანმანთლებლო სისტემებს გააძლიერებს და აიყვანს ევროპულ დონეზე. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი, ეს იქნება დასაწყისი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი აცხადებდა ძალიან მტკიცედ და მყარად", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






