ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 09:42, 27 Jun, 2014     1555

ევროკავშირმა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და უკრაინასთან ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტია თავად ევროკავშირისთვისაც და ამ ქვეყნებისთვისაც. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვნად გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს ხელმომწერებს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიანი პერსპექტივით.

"ასოცირების ხელშეკრულება მიზნად ისახავს, გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და სხვა ხელმომწერებს შორის და ეტაპობრივად მოახდინოს მათი ინტეგრირება ევროკავშირის შიდა ბაზართან, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. ამას მოჰყვება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფერო ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნშნულია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი შიდა რეფორმების მხრივ. ამ მხრივ, ევროკავშირი და თითოეული ხელმომწერი ქვეყანა ითანამშრომლებენ შემდეგი საკითხების განხორციელებაში: კანონის უზენაესობის ამაღლება, სასამართლო რეფორმების წარმატება, კორუფციასთან ბრძოლა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

საქართველოს შესახებ, ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევა, სავაჭრო კავშირები გაუმჯობესდება ევროკავშირისა და საქართველოსთვის. ამასთან, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამატებითი სარგებელი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელებაზე.

"ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ინვესტიციების განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია საკუთარი ეკონომიკური ზრდისთვის ხელშესაწყობად. ქართული საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზარი ხელმისაწვდომი იქნება გარდამავალი პერიოდების გარეშე. თუმცა, ისიც მართალია, რომ საქართველოს დამატებითი სარგებელი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელებაზე. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან მნიშვნელოვნად განსხვავდება ეკონომიკური ინტეგრაციის კლასიკური ფორმებისგან, სთავაზობს რა მას არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ვაჭრობასა და ინვესტიციის შესაძლებლობებს, არამედ - დახმარებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში იმ მიზნით, რომ წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღდგენასა და ზრდაში და ხელი შეუწყოს ქართული ეკონომიკის უკეთ ინტეგრაციას მსოფლიო ბაზართან. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეფორმები განხორციელდება, წლიური 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მაგალითად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდება ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო გადასახადის მოხსნის წყალობით. ასევე, ახალი საბაზრო შესაძლებლობები ევროკავშირში და პროდუქციის უფრო მაღალი სტანდარტები საქართველოში ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას, სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის განახლებას და გააუმჯობესებს შრომით პირობებს.

ამასთან, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, საქართველო ისარგებლებს ახალი სავაჭრო შესაძლებლობებითა და ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობით.

"შეთანხმება საშუალებას აძლევს საქართველოს ეკონომიკას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტულობის თვალსაზრისით და შემდეგ ეტაპობრივად დაიკავოს თავისი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ევროკავშირ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში, არამედ საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიო სავაჭრო კავშირის მხრივ. ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების გამოყენება ქართველ მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნველყოფს და საქართველოს უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად აქცევს. სხვა, შედარებით მგრძნობიარე სექტორები გრძელი, გარდამავალი პერიოდის შემდეგ მიიღებენ სარგებელს, რათა უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკის უმტკივნეულო ადაპტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობას, ამ მხრივ, განცხადების თანახმად, მთავარი სფეროები იქნება: ძირეული რეფორმები: მრავალ მნიშვნელოვან სფეროში რეფორმები შეინიშნება, საჯარო მმართველობის, სამართლის, კანონის დაცვის, ეკონომიკური გაუმჯობესებისა და ზრდის, მომხმარებლის დაცვისა და ისეთი სექტორების მხრივ, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ინდუსტრიული განვითარება, სოციალური განვითარება და დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და კულტურა. ღირებულებები: შეთანხმება მკაფიოდ აკეთებს აქცენტს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებაზე, კარგ მმართველობასა და კარგად ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაზე. ვაჭრობა: ხელშეკრულება ხელმომწერებს სთავაზობს ჩარჩოებს მათი სავაჭრო კავშირების მოდენიზებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. საბაჟო ტარიფებისა და კვოტების წარმატებული მოხსნის საშუალებით ბაზრების გახსნა, კანონების, ნორმებისა და რეგულაციების ჰარმონიაში მოყვანა ვაჭრობასთან დაკავშირებულ მრავალ სფეროში ამას შესაძლებელს გახდის.

"გარდა იმისა, რომ წვლილს შეიტანს სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში, ხელშეკრულება სარგებლობას მოუტანს ევროკავშირის ბიზნესს იმით, რომ ახალი ბაზრები შეიქმნება და მათ უფრო დაცული ბიზნეს გარემოთი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებში ინვესტიციის განხორციელების დროს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 23 ივნისს გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42