დარღვევის აღმოჩენის შემდეგ, მხოლოდ ორ უბანზე, გამგებლის არჩევნების შედეგები გაბათილდა.
ბიულეტინების ხელახალი გადათვლა წუხელ გვიან ღამემდე გრძელდებოდა და სულ 10 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადაითვალეს. მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, ბოლნისის სასამართლოში სარჩელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,თავისუფალი ზონის," ,,მომავლის არჩევანისა" და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის" წარმომადგენლებმა გასულ კვირას შეიტანეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხმების ხელახალი გადათვლა 10 საარჩევნო უბანზე მოხდა, აქედან ექვს უბანზე მხოლოდ გამგებლის საარჩევნო ბიულეტინები გადაითვალა. წინასწარი ინფორმაციით, #31 და #39 უბნების შედეგების გაუქმება მარნეულში გამგებლის არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს.
მასალის გამოყენების პირობები






