კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განმარტებით იგი მოუთმენლად ელის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან დებატებს:
“ჩემთვის მნიშვნელოვანია დებატებში კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო ჩვენი აბსოლუტური უპირატესობა კონკურენტთან შედარებით და გამოვიყენო იმისთვის, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას უფრო დეტალური პროგრამა მივაწოდოთ. ამით კი დავანახებთ ჩვენს უპირატესობას პროგრამული თვალსაზრისითაც. ჩვენ თითოეულ საინფორმაციო საშუალებას პატივს ვცემთ, თუმცა მათი მრავალრიცხოვნობიდან და მეორე ტურის მოკლე ვადიდან გამომდინარე, ყველგან მისვლა და სხვადასხვა ფორმატით გამართვა ვერ ხერხდება, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დებატები იყოს ერთ ტერიტორიაზე და ყველა საინფორმაციო საშუალებას შესაბამისი ჩართვის საშუალება მიეცეს”, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






