რა კავშირშია კანონიერი ქურდი "რემენა" კახა კალაძესთან
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადიარშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის დავალებით ძებნილი კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა.
ნადირაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხუთი დღის წინ ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა" დააკავეს. ნადირაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს, მან უკრაინელ სამართალდამცავებს ყირგიზეთის მოქალაქის, რამინ ალხაზოვის პასპორტი წარუდგინა . დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ საქართველოს საკონსულოს აცნობა და კიევის შევჩენკოს რაიონის მიგრაციის სამსახურმა ის დროებითი მოწმობით გამოადეპორტა.
დეპუტატის განცხადებით, მათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვეს. დეპუტატი ავრცელებს ბარბაქაძის ავიაბილეთისა და რეისის ნომერს.
"თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს, 19:35 საათზე, თბილისში კი, მოვლენები ასე განვითარდა: რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები და დაეკავებინა როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში, აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებას, კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი და გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა, ბარბაქაძე აეროპორტიდან გაიყვანა, რომლის მიერ საზღრის კვეთაც კი არ ფიქსირდება", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მან ამასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, ასევე შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს.
"მივმართავ კითხვით ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან. ასევე შეკითხვით მივმართავ შსს-ს, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე. ასევე მივმართავ სასჯელაჯღსრულების სამინისტროს, იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაჯღსრულების რომელიმე დაწესებულებაში", - აცხადებს ნადირაშვილი.
ამასთან, ნადირაშვილის ინფორმაციით, "რემენა" დაკავებული არ არის და სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია. ნადირაშვილის თქმით, ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია, 24 საათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ პირის ადგილსამყოფელის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც "ნიუპოსტს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს ნადირაშვილის ეს განცხადება არის ცრუ და სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა