დავით ნარმანია - ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ
პოლიტიკა - 15:08, 26 Jun, 2014     1427

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არჩევნების მეორე ტური გახსნილად გამოაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა.

"15 ივნისს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთგულია იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვეყანაში ამკვიდრებს.ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში პირველად დააწესა უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა არჩეული პირების ლეგიტიმაცია და რეალური თვითმმართველობა დაამყარა. ჩატარებული არჩევნები ჯეროვნად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ - უცხოურმა სადამკვირვებლო მისიებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა 15 ივნისის არჩევნებს დიპლომატიისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ საბოლოოდ ვთქვით უარი სიცრუესა და ძალადობაზე, რაც საარჩევნო პროცესშიც გამოჩნდა. არჩევნების დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კანდიდატებს სულ რაღაც 2-3% დაგვაკლდა, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მეგობრებო, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა", - განაცხადა ნარმანიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ამომრჩევლები მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

"იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურისთვის განსაკუთრებით გააქტიურდება და ყველას დაანახებს, რომ არ აპირებს პასიურობის გამო თბილისი ადამიანების მცირე ჯგუფის პარტიულ ინტერესებს მორგებულ პირადი გამდიდრების წყაროდ დატოვოს. ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს. ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არის ქართული საზოგადოება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! გახსოვდეთ, თითოეული ხმა გადამყწვეტია, თითოეული თქვენგანის ხმა იგებს", - აღნიშნა ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42