საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვა 2014 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო მაისის თვეში, წინა წლის მაისთან შედარებით - 11,6%-ით.
"მინდა გითხრათ, რომ არც ერთ დარგში, მაისის განმავლობაში კლება არ არის დაფიქსირებული და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვა არის 11,6%-ით გაზრდილი შესაბამის პერიოდთან შედარებით. ასევე გასული წლის ხუთ თვესთან შედარებით მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია 12, 9%-ით. მათ შორის, მშენებლობა გაზრდილია 26,2%-ით, სოფლის მეურნეობა - 23,7%-ით, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით გაზრდილია 17%-ით, სამთო მოპოვებასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა შეადგენს 11,5%-ს, ხოლო ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სფეროში ზრდა არის 9,7%", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






