პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი იწყება.
"რეალურად პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი იწყება. ერთის მხრივ, ეს გამოწვევაც არის, რადგან ყველაზე მთავარი მისი განხორციელება და იმპლემენტაციაა. ეს გამოწვევა ჩვენ ძალიან ბევრ საშუალებას გვიხსნის იმისთვის, რომ ეკონომიკურ სექტორში, სოციალურ, ჯანდაცვით, ასევე გარემოს დაცვით სექტორში, მათ შორის გარემოს დაცვით სექტორში განვახორციელოთ რეფორმები და ავაშენოთ რეალურად ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო და ამავე დროს ვაშენოთ ინსტიტუტები ოღონდ სისტემურად და არა ისე, როგორც აქამდე შენდებოდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შემდეგ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






