რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსები საქართველოს წინააღმდეგ აქვს - ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 12:05, 26 Jun, 2014     1593

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

ზაქარეიშვილი რუსეთისგან საქართველოს სერიოზულ დაზარალებას არ ელოდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმ სახელმწიფოებს ეხება, ვინც ხვალ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აწერს. ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ეს ზოგადი განცხადებაა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსები საქართველოს წინააღმდეგ აქვს, იმიტომ, რომ საქართველოს გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პრაქტიკულად რუსეთისგან დისტანცირებულები ვართ როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველო სერიოზულად დააზარალოს. თუმცა, ბუნებრივია, დღევანდელი განცხადებით ჩანს, რომ რუსეთს წარმოდგენები აქვს, თუ რა მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სერგეი ლავროვის თქმით, თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები იქნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის, რუსეთი კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42