მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსის ეკა ქარდავას თქმით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა, რადგან კანონში არაერთგვაროვნად იყო ასახული აღნიშნული საკითხი და პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, რომ იგი დარეგულირებულიყო.
"შესაბამისად, დადგენილება მიღებულია და მისი შინარსიის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე ეცნობება", - განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, პრემიების გაცემის ახალი წესის მიხედვით საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის შესაძლებობა აიკრძალება.
"ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივ სარგოს, ინიცირების უფლება აქვს უწყების ხელმძღვანელს და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, ამ შემთხვევაში მინისტრს", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






