თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები იქნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის, რუსეთი კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"როგორც კი ძალაში შევა ასოცირების შეთანხმება და ჩვენ გავაანალიზებთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ მოვუწოდებთ მათ მოლაპარაკებებისკენ. ბაროზუ ჩვენს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას დაპირდა კიდეც, რომ სამიტამდე აუცილებლად გაიმართებოდა კონსულტაციები, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






