„ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილმა მთავრობის სხოდმის დაწყების წინ გააკეთა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონკრეტულ შედეგებს საქართველო რამდენიმე წელიწადში მიიღებს.
"მინდა, დავიწყო მოლოცვით, რამდენიმე საათი რჩება ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი. ამის კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ რამდენიმე წელიწადში, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება. საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, დოვლათის შექმნას, სამუშაო ადგილების შექმნას. რეალურად ჩვენი ქვეყანა იქნება დემოკრატიული, ევროპული განვითარებული სახელმწიფო", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






