მუხრან ბურჭულაძე: არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობას ხალხის არ ესმის
პოლიტიკა - 21:27, 25 Jun, 2014     1312
სამწუხაროა რომ მმართველი ძალა არჩევნებით კმაყოფილია, რადგან მთავრობის თვითკმაყოფილება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს, რისიც არაერთი მაგალითი გვაქვს, არჩევნების შედეგები სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით იქნა განპირობებული, რისთვისაც პასუხი არავინ აგო. ხალხი ხელისუფლებისგან მეტს მოითხოვდა და მას მთავრობამ იმედი გაუცრუა, ამომრჩეველთა უმრავლესობა უკმაყოფილოა და ეს არჩევნების შედეგებმაც ცხადყო და ვფიქრობ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხიც აჩვენა. მმართველმა ძალამ დაივიწყა რომ ქვეყანას ხალხი უნდა მართავდეს და რომ ამის ამბიცია ჩვენს საზოგადოებას რეალურად აქვს და ილუზიების დრო არ არის.

გარდამავალ პერიოდში სტანდარტები იზრდება, ხელისუფლება კი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დემოკრატიისთვის ყოვლად მიუღებელ მეთოდებს მიმართავს. იქნებ გავიწყდებათ რა ხდება რევოლუციების მიზეზი. ცდებით თუ ფიქრობთ, რომ პროტესტის მისაღებად თორმეტწლიანი თმენაა საჭირო.

მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური პირობებით უკმაყოფილოა, მათი მოთხოვნის მინიმუმიც კი არ დაკმაყოფილებულა ორი წლის მანძილზე, იღებთ კანონებს, რომელსაც სასამართლო აუქმებს. რა პასუხს აძლევთ მოსახლეობას, როდესაც თქვენი გუნდის იდენტიფიკატორი მხოლოდ პრემიები და პირადი კეთილდღეობაა, როდესაც ხალხის პრობლემების მოგვარებაზე პრიორიტეტული და მათი არჩევანის დაცვაზე მნიშვნელოვანი თქვენი პირადი კომფორტია?

დღითი დღე ვრწმუნდებით, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის ძალაუფლება თვითმიზანია და არა საშუალება, საზოგადოება კი მეტს მოელოდა, რომ ხელისუფლება მიზნების რეალიზების პლათფორმა იქნებოდა მაგრამ ამაოდ. რეალურად თქვენ ხალხს მოპარეთ ხმები და წაართვით არჩევანის უფლება.

მინდა გითხრათ პროტესტი მწიფდება, ნუ ფრთხებით და გაკვირვებულ თვალებს ნუ აცეცებთ ამის გაგონებაზე, ნურც სადმე ეძებთ პროვოკაციას - ეს ბუნებრივი პროცესია და მიზეზი თქვენს თავში ეძებეთ. არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობას ხალხის არ ესმის. იქნებ ეს ნაძალადევი შედეგი გახდეს ჭკუის სასწავლებელი და საკუთარ ამომრჩეველს მაინც მოუსმინოთ.

მინდა გითხრათ, რომ შორს არაა ის დღე, როდესაც მოიმკით იმას რასაც სთესთ.

მუხრან ბურჭულაძე

,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძრვანელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42