ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ისტორიული ფაქტია - წულუკიანი
პოლიტიკა - 21:12, 25 Jun, 2014     1810

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პორტუგალიას ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ისტორიული ფაქტია საქართველოსთვის და მადლობას ვუხდით პორტუგალიის მთავრობას, რომელიც მრავალი წელია, მიესალმება ახალი ქვეყნების მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ყოველთვის ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუციებს გაერო-ში", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სასამართლო და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსაც. თეა წულუკიანი და პაულა ტექსეირა და კრუზი სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროტოკოლის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. თეა წულუკიანმა პაულა ტექსეირა და კრუზს დოკუმენტზე ხელმოწერა შემოდგომაზე თბილისში შესთავაზა.

მინისტრებმა იმსჯელეს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ანტინარკოტიკული პოლიტიკის კუთხით ისეთი ცვლილებები უნდა გატარდეს, რაც პორტუგალიამ წლების წინ განახორციელა. კერძოდ, ის უნდა დაეფუძნოს ნარკოტიკული ნივთიერებების გამსაღებლებისადმი რეპრესიულ მიდგომას; მომხმარებელთა მკურნალობა-რეაბილიტაციასა და ნარკოდანაშაულის პრევენციას არასრულწლოვნებში. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დავების გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებაც ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42