ჯიშთა გამოცდის პროექტის ფარგლებში ხორბლის პირველი მოსავალი აიღეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:30, 25 Jun, 2014     2914
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია, შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი ღუღუნიშვილი და მეთესლეობის დარგის სპეციალისტები ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ჯიშთა გამოცდის პროექტის ფარგლებში დათესილი ხორბლის პირველი მოსავლის აღებას დაესწრნენ.

„სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელმაც დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯიშთა გამოცდის პროექტის განხორციელება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის რეალურ შედეგს სულ მალე ნახავს ჩვენი მოსახლეობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევქმენით ახალი უწყება - სოფლის მეურეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების, მოსავლიანობის ზრდისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.“,- განაცხადა შალვა ფიფიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2013 წელს ჯიშთა გამოცდის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში არსებული ნიადაგურ-კლიმატური ზონებისთვის სიმინდის, სოიოს და ხორბლის ოპტიმალური ჯიშების გამოვლენას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი სათესლე მასალის გავრცელებას.

უკანასკნელი წლებში საქართველოში სრულიად განადგურდა ჯიშთა გამოცდის სადგურები, რამაც ხარისხიანი, უხვმოსავლიანი და ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური ზონისთვის ოპტიმალური ჯიშების გაქრობა გამოიწვია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკონკურსო გამოცდის საფუძველზე, პერსპექტიული ჯიშები გამოვლინდება და მარცვლეულის მწარმოებლებს აპრობირებულ და გამოცდილ ჯიშებს შესთავაზებენ.

მარცვლეული ჯიშების მოსავლიანობის და ავკარგიანობის დადგენის შედეგად, საქართველოს რაიონების მიხედვით არაკონკურენტული ჯიშების ახალი, აპრობირებული ჯიშებით ჩანაცვლება და გასავრცელებლად დაშვება მოხდება.

პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯიშების/ჰიბრიდების მოასავლიანობა და მათი ავკარგიანობის დადგენისათვის საკონკურსო ჯიშთა გამოცდა 3 წლის განმავლობაში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42