„ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება მზად ნატო–ს წევრობისთვის, თუ მისი მთავრობა არაა ამისთვის მზად“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამისთვის მზად არ არის.
„ვერცერთი ქვეყანა, ვერც საქართველო იქნება რეალურად მზად იმისთვის, რომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ამოცანისკენ, ამ შემთხვევაში ნატო–ს წევრობისკენ, თუ მისი მთავრობა, ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ამისთვის მზად და ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს – საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მისი უფროსი ბიძინა ივანიშვილი არათუ მზად არ არიან, არ სჯერათ ამ ამოცანის, არ აქვთ რწმენა ამ ამოცანისა და ამ პირობებში არ უწარმოებიათ არანაირი კამპანია იმისთვის, რომ მოემზადებინათ საქართველო ასეთი ნაბიჯის გადადგმისათვის და პარტნიორები – ამ ნაბიჯის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






