ისლამისტების შეჭრა ერაყში - აქვს თუ არა საქართველოს უსაფრთხოების გეგმა - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 16:10, 25 Jun, 2014     4255
არის თუ არა საქართველო მზად და აქვს თუ არა ქვეყანას უსაფრთხოების გეგმა რეგიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში; უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეებს ერაყში არსებული დაძაბულობის ფონზე.

,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო შიდა სამზარეულოში ჩაიკეტა და ნაკლებ ყურადღებას აქცევს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. შაშკინი ამერიკის მცდელობას ირანთან ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით, სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ აშშ-ს გაუჭირდება უნდობლობის ფაქტორის დაძლევა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დიდია ირანთან მიმართებაში რუსეთის ინტერესი.

_შიდა პოლიტიკური ამბებიდან გამომდინარე დღეს ნაკლები ყურადღებაა მიპყრობილი სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ, სამწუხაროდ ამ მიმართულებით ჩვენ ექსპერტების ნაკლებობასაც განვიცდით. კერძოდ საუბარი ეხება ერაყის თემას. რა ვითარებაა დღეს: ერაყში სამთავრობო ჯარებმა, მოგეხსენებათ დაკარგეს რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის ერთ მილიონიანი ქალაქი და ისლამისტური ჯარები შეიჭრა და მოხდა სერიოზული შეტაკებები. რატომ მოხდა ეს, ამაზე მსჯელობს მთელი მსოფლიო. ზოგი აბრალებს ცენტრალურ სადაზვერვო დეპარტამენტს, ზოგი პოლიტიკოსებს... ჩვენ ვერ ვიტყვით, ვინ არის დამნაშავე და მის ძებნას ვერ დაიწყებ. ჩვენ არ ვიცით სადაზვერვო დეპარტამენტი რა რაპორტებს აწვდიდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარყო ეს რაპორტები თუ გამოიყენა, ჩვენ არც ეს ვიცით. თუმცა ფაქტია, რომ ერაყში არის შეჭრილი ისლამისტური ჯარი და იღებს ქალაქებს.

პრობლემა რაში მდგომარეობს: გარდა იმისა, რომ ტერიტორიულად ეს არის ჩვნთან ძალიან ახლოს, ის ბუნებრივია ზეგავლენებს მოხდენს პროცესებზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოში. პირველი, ამან უკვე დაარტყა ნავთობის ფასებს, საფონდო ბირჟებზე არის სერიოზული ცვლილებები, ნავთობის ფასმა კვლავ აიწია, ეკონომიკაზე ეს უკვე ზეგავლენა მოახდენს და აისახება საქართელოს ეკონომიკაზეც, როგორც გლობალური პროცესების ერთ-ერთი მონაწილეზე. პოლიტიკური პროცესები იქნება საკმაოდ რთული.

_რაც შეეხება ვითარებას ერაყში, რატომ ვერ მოხერხდა ისლამისტების ამბოხის აღკვეთა?

_საიდან აღმოჩნდა ეს ჯარი ერაყში... ეს არის სირიაში მეომარი ოპოზიციური ჯარები. როდესაც სირიაში ასადის წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, აშშ-ს პრეზიდენტმა უარი თქვა ძალის გამოყენებაზე ბოლო მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდა მისი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში საუდის არაბეთი და ამას ითხოვდა საფრანგეთი. ობამა უარი თქვა ბოლო მომენტში და ამით გადარჩა ასადი. მან ჩაატარა ხელახალი არჩევნები და ასადი კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად, დიქტატურის პირობებში რა არჩევნებიც იქნებოდა, გასაგებია და მან კვლავ შეუტია ოპოზიციას საკმაოდ სერიოზულად.

მოხდა ის, რომ იმ პერიოდში, სანამ ოპოზიცია იბძროდა, ერთადერთი რასაც დასავლეთი აძელვდა იყო იარაღი. შეიქმნა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯარი, კარგი შეიარაღბით, მაგრამ ეს არის ჯარი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობები, რომ დაამარცხოს ასადი, გარე ჩარევის გარეშე. ანუ ჯერ-ჯერობით ეს ჯარი, რომელიც უკვე ფორმირებულია თავისი დისიპლინით, შეიარაღებით მაინც ვერ ამარცხებს ასადს, რადგან ის თავის რაოდენობით, სამთავრობო ნაწილები იღებს. ამიტომ ეს ჯარი გამოვიდა, დაარტყა ერაყს და იღებს ქალაქებს. ამ ჯარში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა ძალიან ბევრი ჩეჩენი მებრძოლიც, ერთ-ერთი წარჩინებული მეთაური არის წარმოშობით ჩეჩენი. ერაყის მთავრობას კი არ აქვს უნარი, დააამრცხოს ეს ჯარი.

_ფაქტია ისიც, რომ ამერიკა თითქოს განზე დადგა ამ პროცესებიდან... ხომ არ იჩქარა ობამას ადმინისტრაციამ ერაყიდან ჯარის გაყვანა?

_ამერიკამ თქვა, რომ ჯარს არ შევიყვან. ერაყის საგარეო მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის დახმარების იმედი და აშშ ეხმარება ავიაციით და წერტილოვანი დარტმები იქნება განხორციელებული, როგორც სჩანს. სენატორი მაკკეინი გამოვიდა და აბსოლუტურად სამართლიანად მიანიშნა და ვეთანხმები, რომ სრულიად ნაადრევად იზეიმა მსოფლიომ დემოკრატიის გამარჯვება ერაყში და სრულიად ნაადრევად იყო ჯარი გაყვანილი, რაც ბუნებრივია ზეგავლენას მოახდენს ავღანეთზე, საიდანაც გამოდის ამერიკული ჯარები. ფაქტია, რომ რეგიონში დარჩა სერიოზული დაჯგუფება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაარტყას ერაყს. ეს ხდება იმ პირობებში, როცა ამერიკა ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები ირანთან, რაც ძალიან აწუხებს რუსეთს. ირანთან ურთირთობების აღდგენა არ არის მარტივი. დიდი დრო დასჭირდება უნდობლობის ფაქტორის მოხსნას. ისრაელია ამ თემით შეწუხებული, და არ საუბრობენ საუდის არაბეთზე, რომელიც არის სერიოზულად ნაწყენი თავსი პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რადგან ის ითხოვდა ჯარის შეყვანას ასადის წინააღმდეგ.

იქნება მცდელობები, რომ ყველაფერი მიაბან შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას. ეს ჩემი სუბიექტურია ზრია, რომ გამართლებაა მხოლოდ სიტუაციის. აზერბაიჯანლები არიან შიიტები, თურქები არიან სუნიტები. მიუხედავად ამისა, ძალიან ახლოს არიან. შიიტები არიან ირანელები და ისეთ ურთიერთობა როგორიც აზერბაიჯანლებს გააჩნიათ თურქებთან, არ აქვთ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ დაუშვა ბვრი შეცდომა საგარეო პოილტიკაში, იგივე დამოკიდებულება რუსეთთან, იმედი იმისა, რომ დაალაგებდა ურთიერთობებს. ძალიან ცუდ პარალელს გავავლებ - ეს მახსენებს იმ სიტუაციას, როცა საქართველოს ახალი მთავრობა მოვიდა და თქვა, რომ ის, რაც გააკეთა ძველმა, ყველაფერი ცუდია. არც ახალი გამოუვიდათ და ძველიც ვერ გააგრძელეს. ვინ იყვნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები რეგიონში? - ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი და იყო ეგვიპტე. ისრაელი ძალიან გაუგებარ მდგომარეობაშია და ,,X“ მესიჯები მიდის იქიდან, საუდის არაბეთი ღიად ამბობს, რომ ნაწყენია, ეგვიპტეში ქაოსია, ის ვეღარ თამაშობს სტაბილიზატორს, როგორც თამაშობდა ადრე.

_საზოგადოებას რომ ავუხსნათ, გარდა გლობალური ეკონომიკური პრობლემისა, რაც შეიძლება მოჰყვეს ერაყში ვითარების დაძაბვას, რატომ არის ეს ყველაფერი საქართველოსთვის პრობლემატური?

_პრობლემა არის ის, რომ რეგიონში დესტაბილიზაციაა და ეს ძალიან ახლოს არის ჩვენთან, რაც უკვე პრობლემაა. ანუ ჩვენ ჩავიკეტეთ შიდა სამზარეულოში და იმდენად დიდი გამოწვევები წამოვიდა მსფოლიოში, რომ ამას ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ირანის და ამერიკის თამაშს ძალიან ცუდი თვალით უყრებს რუსეთი და ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რუსეთს აქვს უზარმაზარი გავლენის მექანიზმი ირანზე, კერძოდ გიუმრის ბაზა სომხეთში, ეს უკვე ფაქტორია. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამერიკის და ირანის დაახლოება არ მოხდეს. რუსეთს აწყობს ეს და ამიტომაც ეხმარება ასადს ყველანაირად. ასადის ჯარები აჯანყებულებს დევნიან, მაგრამ ისინი არ გაქრებიან. მათ დაარტყეს ერაყს, მაგრამ ხვალ სად წავლენ, არავინ იცის. ეს რთულად სათქმელია. აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო კუთხით დაშვებული შეცდომები სწორედ ამაზ მიუთითებს, რომ გეგმა არ არსებობს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამერიკის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) გაძლიერება, დაინიშნა გენერალი ფლინი, რომელიც იყო მებრძოლი გენერალი, ძლიერი და პატივსაცემი ფიგურა, მან დაწერა განცხადება და გადადგა. DIA თავისი სტრუქტურით იყო ძალიან ძლიერი და ის ფუნქციონოირებდა იმ შემთხვევებში, როცა ჯარი იდგა, ანუ ის თავდაცვის დეპარტამენტი და ეყრდნობა ჯარს, როგორც კი ჯარი გამოვიდა ერაყიდან, ბუნებრივია DIA-ის რესურსები ამოიწურა. მოესწრო თუ არა ალტერნატივის შექმნა, ფაქტია, რომ ჯარი შეიჭრა, მოასწრეს მილიონიანი ქალაქის აღება. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურებზე გარკვეული სტერეოტიპებია შექმნილი, მეტყველებს ეს იმაზე, რომ შეცდომები მოხდა.

_რამდენად დასაშვებია, რომ ირანთან დალაგების გამო, ამერიკამ შეგნებულად მოადუნოს ყურადღება ერაყში განვითარებულ პროცესებზე?

_ობამას ძალიან უნდა ირანი. მას არ აქვს არცერთი წარმატებული ისტორია საგარეო ასპარეზზე. არ შეიძლება იყო ნახევრად ორსული... ან ხარ დომინანტი სახელმწიფო მსოფლიოში და ან არა. ობამას ადმინისტრაციას ჰქონდა იდეა, რომ ასეთი წარმატების ისტორია იქნებოდა რუსეთი, რაც წყალში ჩაუვარდათ. ეხლა არის მცდელობა, რომ ასეთი იყოს ირანი, რაც ძალიან რთულია. არის დიდი უნდობლობა. ამასთან უდიდესი ფაქტორია ისრაელი, საუდის არაბეთი. ირანმა შესთავაზა დახმარება ერაყს და პირველი ვინც დაეხმარა იყო სწორედ ირანი. საუდის არაბეთს აქვს პრეტენზია რეგიონში ლიდერობაზე და ეს მას არ მოეწონება, თან საუდის არაბეთის ფინანსური რესურსი არის უზარმაზარი.

_რით შეიძლება ჩვენ თავი დავიცვათ?

_ძალიან მარტივი ფილოსოფია მაქვს ამასათან დაკავშირებით. არ ვხუმრობ და ეს რამდენჯერმეც მითქვამს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს, პენტაგონს აქვს ოფიციალური გეგმა - ზომბი აპოკალიფსის შემთხვევაში რას აკეთებს ქვეყანა. თითქოს ანეკდოტია, მაგრამ ეს არის ოფიციალური გეგმა. დიდ ბრიტანეთს აქვს ოფიციალური გეგმა, რას შვება დიდი ბრიტანეთის ჯარი უცხოპლანეტელების იერიშის დროს. ეს გეგმა მართლა აქვს. ანუ ყველაფერისთვის მზად არიან. ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ და რა გეგმები გვაქვს, არ ვიცით. ბუნებრივია, რომ ბევრი არც გვეცოდინება, მაგრამ მთავრობამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ყველაფერი არის მოსამზადებელი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაც იყოს დაწყნარებული. ყველაზე ცუდი სცენარი რომ ავიღოთ, ერაყში დაიძაბოს სიტუაცია და დაკარგოს მთავრობამ სრული კონტროლი, რას ვუშვებით ლტოლვილებს, რომლებიც ირანის გალით წავლენ, შეიძლება ჩვენ არც მოგვადგნენ და თურქეთის გავლით წავიდნენ, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება... სრული არაინფორმირებულობაა, ეს გამოწვევები არის და როცა პატარა ქვეყანა ხარ, უნდა იყო მზად, ნაფიქრი მაინც უნდა გქონდეს. ასეთი ანდაზა არებობს: ,,შეიარაღებული არის ის, ვინც არის გაფრთხილებული“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42