„ნატო-მ ხელი ჰკრა საქართველოს, მონტენეგროს კი წევრობის იმედი მისცა“ - ამ სათაურით სტატიას Reuters ავრცელებს.
„ნატო უელსის სამიტზე საქართველოს MAP-ს არ მიანიჭებს და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების საკითხს მომავალი წლისთვის გადადებს“, – განაცხადეს ნატო–ს ოფიციალურ პირებმა.
ალიანსის გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, „ნატო საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან პაკეტს სთავაზობს, რაც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში კიდევ უფრო დაეხმარება“.
„მიანიჭებს თუ არა ნატო MAP-ს საქართველოს, უაღრესად საკამათო საკითხია ალიანსში ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ. ამ სამიტიდან, რამდენიმე თვეში მოხდა რუსეთ- საქართველოს ხუთდღიანი ომი, მოგვიანებით კი რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო. ამ ყველაფრის გამო ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყანა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას არ მიესალმება, რაც ნიშნავს, რომ ნატო ვალდებული იქნება, ჩაერთოს მის თავდაცვაში რუსეთთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში. რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობა იზრდება სწრაფად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა. მიიწვიო საქართველო, შეუერთდეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ეს კიდევ უფრო სარისკო „ცხელი პოლიტიკური კარტოფილი“ გახდა“, - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები






