გიგაური შესაბამის უწყებებს პარტიების შემომწირველებით დაინტერესებას ურჩევს
პოლიტიკა - 12:41, 25 Jun, 2014     1328

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შესაბამის უწყებებს ურჩევს, დაინტერესდნენ პოლიტიკურ პარტიებს, მათ დონორებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის კავშირებით.

ორგანიზაციის ცნობით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისის დათვლით პერიოდში პოლიტკური პარტიების 387 დონორი 875 კომპანიასთან წარსულში ან ამჟამად იყო დაკავშირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა კომპანიებმა მიიღეს, მათ არც ოპოზიციური პარტიების შემომწირველები ჩამოუვარდებიან“.

„მე ვფიქრობ, რომ ნარჩუნდება ტენდენცია, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებული პირები შემოწირულობებს უფრო მეტად მმართველი პარტიების სასარგებლოდ ახორციელებენ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, რიცხვები აბსოლუტურად განსხავებულია და თუ შევხედავთ ტენდენციას და ტენდერის საფუძველზე მიღებულ კონტრაქტებს, ასევე გამარტივებული შესწიყვის ფორმით მიღებულ კონტრაქტებს ციფრები განსხვავებულია. როცა ვსაუბრობთ გამარტივებული წესით კონტრაქტის გაფორმებაზე, ამ შემთხვევაში კარგი იქნება, ამ საკითხს შესაბამისმა სამსახურებმა შეხედონ და შეისწავლონ“-განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ „დღესდღეობით, მართალია, იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს ახორციელებენ, თუმცა რაოდენობრივად მმართველი კოალიციის სასარგებლოდ ამგვარი შემოწირულობები მეტია“.

ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ დონორებთან პირდაპირ კავშირში მყოფმა კომპანიებმა კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვების სახით 10 მილიონ 342 239 ლარი მიიღეს, საიდანაც 5 მილიონ 6 171 ლარი გამარტივებული ტიპის შესყიდვას წარმოადგენდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების საერთო ღირებულება 1 მილიონ 390 679 ლარს შეადგენს, საიდანაც 140 102 ლარი გამარტივებული შესყიდვებით მიღებული შემოსავალია.

ხოლო „დემოკრატიული მოძრაობის“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 166 538 ლარი მიიღეს, აქედან 67 538 ლარი გამარტივებული კონტრაქტების წილია.

ამასთან, „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების დონორებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კავშირში მყოფმა 123 კომპანიამ საერთო ჯამში 2013 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით კონკურენტული ტენდერების მეშვეობით 32 მილიონ 471 341 ლარი მიიღო, ხოლო 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით – გამარტივებული პირდაპირი შესყიდვებით 11 მილიონ 41 007 ლარის შემოსავალი .

აღნიშნული კონტრაქტებისგან პოლიტიკური სუბიექტების დონორებთან კავშირში მყოფი კომპანიების მიღებული შემოსავლებიდან გადაირიცხა თუ არა თანხები და კონკრეტულად რა მოცულობის იყო შემოწირულობები პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42