ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის გახსნისას განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს სთავაზობენ, რაც ქვეყანას ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება:
"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა, რადგან ეს სარგებელს არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, არამედ თავად ალიანსსაც მოუტანს. ჩვენი ძირითადი პრინციპები უცვლელია. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტ ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ინტეგრირების პროცესში და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველო, რომელსაც ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ. ეს საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება", - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






