„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ზეწოლებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის გარკვეულ გამოვლინებებს. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„ხალხმა დაინახა ის რაც ხდებოდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პრემიერმა ღარიბაშვილმა დასახა ამოცანა, რომ არ უნდა დაეშვათ „ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება, ეს იყო მწვანე შუქის ანთება მთელი იმ ძალადობის კასკადისთვის რაც ხდებოდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
ამ კონკურენტულ არჩევნებში ხელისუფლებამ ზეწოლის არნახულ მასშტაბს მიმართა. ამ არჩევნებზე 500-ზე მეტმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. არ ვამბობ, რომ ყველა შემთხვევაში ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, არასამთავრობოები მინიმუმ 50 ასეთ შემთხვევაზე საუბრობენ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






