დავით უსუფაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის გარშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება
პოლიტიკა - 23:11, 24 Jun, 2014     1764

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაბალი აქტივობის მიზეზები განმარტა.

თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულიად ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა პირველი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

„საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, შესაბამისად ეს არჩევნები იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ სერიოზული გამოცდა, იმ პირობებში, რომ ყველამ ვიცით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და საპრეზიდენტო არჩვნებზეც კი მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანისვილს გამოცხადებული ჰქონდა, რომ ის დატოვებდა პოსტს, პირადად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო ძალიან მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პოლიტიკურმა გუნდმა თავის მთავრობით და საპარლამენტო წარმოამდგენლობით და სხვა მხარდამჭერებით მოახეხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში განახორციელოს თავისი პოლიტიკა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემ „პოლიტიკის დროში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა და არჩევნებზე არ მოვიდა მათი მოტივაციის ანალიზი პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტების ჟურნალისტებისთვის ისეთივე საშუარი და მნიშვნელოვანი საქმეა, როგორც მოსული ამომრჩეველის მიერ გაკეთებული არჩევანის ანალიზი. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნებზე არმოსვლა ძალიან იშვიათად უკავშირდება იმას, რასაც უკავშირდება, მაგალითად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ამომრჩეველის არ მოსვლა, განსკუთრებით ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც და როდესაც მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ მისი გარკვეული საყოფაცხოვრებო მოთხოვნები და პირობები დაკმაყოფილები აქვს ანუ ინტერსი აქვს დაკარგული, ქვეყანა მიდის ვითარდება, ამიტომ მას ამ საქმეში არ აქვს ჩარევის სურვილი ამირტომ ხდება არჩევნებში არ მონაწილეობა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხის არჩევნებში არ მოსვლას გაანალიზება სჭირდება.

„ჩემი აზრით, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი და მიზეზები ეს ერთი და იგივე არ არის და ერთი და იგივე მიზეზით არ დარჩენილა ეს ხალხი სახლში:

1. საქართველოს მთავრობას არ გაუტარებია არანაირი ღონისძიებები იმისთვის, რომ გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესური მოქალაქეების არჩევნებზე მოსასვლელად. სკოლის დირექტორებს მასწავლებლებისთვის არ დაუვალებიათ, რომ მოსულიყვნენ, დირექტორებს არ დაუვალებიათ ექმიბისთვის, რომ მოსულიყვნენ, ბიზნესორგნიზაციებს არ დაუვალებიათ თანამშრომლებისთვის, რომ არჩევნებში აუცილებლად უნდა მიეღოთ მონაწილეობა და არავის არ აღურიცხავს ე.წ. საბიუჯეტო რესურსი 100 ათასობით ჩვენი მოქალაქე ანუ ადამიანებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ მოსულიყვნენ თუ არ მოსულყვნენ.

2. ამ არჩვნებში ოპოზიციურმა პარტიებმა, ჩემი აზრით მიიღეს თავიანთი მაქსიმუმი რისი მიღებაც შეეძლოთ. არჩვნებზე არ მოვიდა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომელთათვისაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში “ქართული ოცნების“ გარდა, სხვა მომხიბვლელი და მისაღები პოლიტიკური გუნდი და პოლიტიკური სუბიქეტი არ ჩანს ანუ სხვასთან არ წავიდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ თავისი არ მოსვლით გამოგვიგზავნა ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ჩვენგან ელიან მეტს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოხატული მხარდაჭერა, რაც აისახა არჩევნების შედეგებში და მე ვთივლი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ის შედეგები, რაც დაფიქირსდა არის ოპტიმალური იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან კარგად გავაკეთოთ, არ გვქონდეს თვითკმაყოფილების, მოდუნების ქედმაღლობის და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულობის განცდა.

3. ამომრჩეველი ჩვენ გვეუბნება, რომ მისთვის საკმარისი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მისთვის სამართლიანოსბის დამკვიდრება საკმარისი არ არის. მოსახლეობას გვეუბნება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია უმუშევრობის დონე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42