სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია იმ ჯარიმებზე საუბრობს, რომლებიც არჩევნების განმავლობაში სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს დაეკისრათ. ამის შესახებ თორდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„კანონმდებლობით ორი ტიპის შემოსავლები არის განსაზღვრული პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის ფულადი შემოწირულობები და ასევე არაფულადი შემოწირულობები. ეს შემოწირულობები მოდის როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე იურიდიული პირებისგან და არის საბიუჯეტო დაფინანსებაც.
დარღვევები არის გამოვლენილი ორ იურიდიულ პირთან მიმართებაში, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შემომწირველების ნაწილში და არა პარტიის ნაწილში. კანონმდებლობით აკრძალულია ისეთი იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღება, რომლების პარტნიორებიც არიან უცხოეთის მოქალაქეები.
დაჯარიმებული არის „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს გზა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დეკლარაციის არწარმოდგენის გამო“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






