არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI შს მინისტრისა და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
"IDFI - შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან გამოერკვია რამდენი იყო ხსენებული სამინისტროების თანამდებობის პირების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი) 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
2014 წლის იანვრის თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსდა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ქონებრივი დეკლარაცია, საიდანაც ირკვევა რომ 2013 წელს მინისტრის თანამდებობაზე მისი შემოსავალი შეადგენს 11 352 ლარს, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე - 45 862 ლარს, ხოლო კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 9 757 ლარს.
ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს შეადგინა 89 828 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს შორის 2013 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი 110 065 ლარი მიღებული აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორს ხუტა პაჭკორიას.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს და დანამატის განსაზღვრის წესი სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით სპეციფიკურია, რთულია გარკვევა აღნიშნული თანხიდან რა ოდენობის თანხაა კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული. მაგ. სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე მოსამსახურეებისათვის დანამატი განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:
1-დან 2 წლამდე - 5%
2-დან 5 წლამდე - 10%
5-დან 10 წლამდე - 15%
10 წელი და მეტი - 20%
ამასთან წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები შეადგენს:
გენერალ - პოლკოვნიკი -120 ლარი
გენერალ ლეიტენანტი - 110 ლარი
გენერალ მაიორი -100 ლარი
ბრიგადის გენერალი -80 ლარი
პოლკოვნიკი - 70 ლარი და ა.შ
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ზემოთ მოყვანილი თანამდებობის პირების (მინისტრის გარდა) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი მერყეობს დაახლოებით 2500 დან 2950 ლარამდე ნამსახურების და წოდებრივი დანამატის მაქსიმალური ოდენობის პირობებშიც მივიღებთ, რომ მათ მიერ 2013 წელს მიღებულია როგორც მინიმუმ ხელფასის ოდენობის პრემია ან/და სხვა სახელფასო დანამატი.
სალიუსტრაციოდ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის შემოსავლებს ჩაშლილად",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






