27 ივნისს მოსახლეობას პრეზიდენტი და პრემიერი სიტყვით მიმართავენ
პოლიტიკა - 19:41, 24 Jun, 2014     1580

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავენ:

"27 ივნისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა ჩვენი ურყევი ნებაა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 20.30 საათზე ჩვენ გავმართავთ კონცერტს თბილისში, ევროპის მოედანზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ცნობილი მომღერლები, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობენ, ასევე, ქართველი ვარსკვლავები. დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რაც ხელშეკრულების დღეს თან სდევს", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში გამართავს მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. "28 ივნისს, პრემიერი დახურავს უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ბათუმში გაიმართება და სწორედ ამიტომ, მიღება დიპლომატიური კორპუსისთვის ამ ქალაქში არის დაგეგმილი. ხოლო დელეგაცია, რომელიც ბრიუსელიდან დაბრუნდება, შეუერთდება ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტს. კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ნინო კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42