ექსპერტი: სსიპ-ის გაუქმება პროცედურულად სწორია, თუმცა მთავრობამ საკითხს არსებითად უნდა გადახედოს
პოლიტიკა - 19:27, 24 Jun, 2014     2891
ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ამავე უწყების მომსახურების სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებები გაუქმდა.

როგორც საკანონმდებლო მაცნეშია აღნიშნული, ბრძანებები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერაა გამოცემული, გიორგი მარგველაშვილი კი მათ ძალადაკარგულად აცხადებს.

აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტს“ ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა. ალაფიშვილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პროცედურულად სწორს უწოდებს.

„როცა პრეზიდენტია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ამ შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელება, ისინი ეწევიან რეალურად საჭირო მომსახურებას.

მთავრობა ამ საჭირო იურიდიული პირების მეშვეობით მოსახლეობას უწევს მომსახურებას, თუკი გავითვალსიწინებთ კონსტიტუციური მართვის დღევანდელ მოდელს, ვნახავთ, რომ პრეზიდენტი, რადგან მთავრობას მოწყვეტილია, ამ შემთხვევაში სწორია, რომ ეს სისტემა სწორედ მთავრობის რეგულაციებში მოექცეს. სწორედ ამ ამიტომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან სისტემური თვასაზრისით გაუმართავი, ამ გადაწყვეტილებაში არაფერია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სწორია და ეს ჩემთვის სუფთა პროცედურული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტმა თავის პირად პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პროცედურულად გადახედვა საკმარისი არ არის და მთავრობის მხრიდან უნდა მოხდეს ამ საკითხის არსებითად გადახედვაც.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები გაუმჭვირვალეა. რატომ ღირს, რაღაც მომსახურება 10 ლარი და დაჩქარებული 50 ლარი? არავინ იცის ტარიფების საკითხი. გარდა ამისა, წარმოგიდეგნიათ, რომ სახელმწიფო დაწესებულებას მოგებები აქვთ დეკლარირებული? არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიულ და განვითარებულს ვგულისხმობ, სახელმწიფო დაწესებულებას მოგება არ აქვს, გადავხედოთ იმ რეესტრებს, თუნდაც იგივე საგადასახადო ინსპექციას: თუ სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრულ დოკუმენტაციას ამოვიღებთ და მათ ექნებათ დეკლარირებული მოგებები, ეს ნიშნავს, რომ სისტემურად აქ არის პრობლემა, ეს სისტემა პრობელმურია. აი ამაზე იზრუნოს მთავრობამ და არა მხოლოდ იმაზე, რომ პროცედურულად გააუქმოს სსიპ-ები“,- აღნიშნა ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

ლევან ალაფიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომაც გაიხსენა, სადაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაავალა: - „ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სახელმწიფო საწარმოებში მაღალი ხელფასებიაო .... მოგვარდა? ვერ მოგვარდებოდა?!“

„ვერ მოგვარდებოდა იმიტომ, რომ რეალურად პრობლემა არა მხოლოდ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირების პრობლემაა, არამედ დამოკიდებულების პრობელმაა, რადგან მათ მოგება აქვთ, ისინი ფულს ვერ ხარჯავენ. ასე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემურად მოხმარების გარეშე პრაქტიკულად გვაქვს, იცით, როგორი სისტემა? როგორიც იყო შევარდნაძის დროს, როცა ე.წ. არასაბიუჯეტო ფონდები არსებობდა: არის ერთის მხრივ სახელწიფო ბიუჯეტი, მეორეს მხრივ სახელმწიფოს ბიუჯეტს გარეთ არსებული ფული, რომელსაც მართავენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი მაკონტროლებელი სამინისტროები, ეს კი მახინჯი სისტემაა, იმიტომ რომ ფინანსების მართვაში არის სისტემური გაუმართაობა.

- რა ეშველებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გაუქმებას დაექვემდებარნენ?

- თუკი რეალურად ფუნქცია არ იყო და მთავრობამ დაინახა, რომ არ არსებობს მისი საჭიროება, შესაბამისად ბუნებრივია მოხდება ლიკვიდაცია ან შეერთება სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. მე, რომ მკითხოთ, დღეს არსებული შემოსავლების სამსახური, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა, თუკი მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია და იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ან რომ იყოს სახელისუფლებო-სამთავრობო დაწესებულება, ეს უფრო მისაღები იქნებოდა.

რეალურად ის სერვისი, რაც უნდა გაეკეთებინათ ამ გაუქმებულ ცენტრებს, სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა, იმიტომ, რომ იმდენი მსმენელიც არ ჰყავდათ. მომზადება-გადამზადების საჭიროება ჯერჯერობით სისტემურად ისე გამართული არ იყო, რომ ცალ-ცალკე ყოფილიყო ყველა სისტემაში ანალოგიური. შესაძლებელია კარგი მენეჯმენტის პირობებში ეს საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ სტრუქტურულად შეიძლება სამინისტროს სიტემაში აეწყოს ეს ყველაფერი. ალბათ, ასე ჩათვალეს ფინანსთა მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ მთავრობამ და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- ანუ მარტივად შესაძალებელია ისინი დაქვემდებარონ კონკრეტულ სამინისტროებს და არ მოხდეს მათი ლიკვიდაცია?

- დიახ, სტრუქტურულ ერთეულად, ანუ დაუშვათ საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდეს, მაგალითად როგორც ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42