აჭარის რეგიონში საგზაო სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება
პოლიტიკა - 18:07, 24 Jun, 2014     2189

აჭარის რეგიონში საგზაო სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტიი ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილოო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი რეგიონული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის რეგიონში, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის "სინოჰიდროს" წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნენ. ასევე, სარფის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზის მშენებლობა 2013 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა ცენტრალური ავტომაგისტრალის აჭარის შემოვლითი გზის ნაწილს წარმოადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის 1 მონაკვეთის, 12.4 კმ-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. ამ ეტაპზე, ლოტი 2-ის 18.9კმ მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობაზე დასაქმებულია 620 ადამიანი. ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2-ის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18.9 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, დარჩენილია მხოლოდ სავალ ნაწილზე ასფლატ-ბეტონის დაგება, მოეწყო 41 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელბი; ამ ეტაპზე მიმდინარეობს: 4 ხიდზე ხიმინჯების და ბურჯების მოწყობის სამუშაოები; 1 გვირაბზე ფერდის გამაგრების; მიწის მოწყობის სამუშაოები.

"ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის განვითარებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ზღვისპირა ზოლიდან შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს და მოძრაობა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გახდება მეტად კომფორტული და გზის დაფარვას გაცილებით ნაკლები დრო დასჭრიდება",- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილოო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი საერთაშორისო მნიშნვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სანაპიროზე, სარფში, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ. სარფის ნაპირსამაგრ სამუშაოებს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანაპირო ზოლის 2კმ მონაკვეთის ტეტრაპოდებით გამაგრება და მთიანი ტერიტორიის, ქვის ცვენისაგან დამცავი ბადით მოწყობა. ნაპირსამაგრი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულებაა 30 მილიონი ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42