კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთთან მიერთებასთან დაკავშრებით რეფერენდუმის შესაძლო ცატარებასთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა.
ბურჯანაძე საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს:
“მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღეს განცხადების გაკეთება მიწევს ისეთ თემაზე, რომლის ფონზეც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ან მისი ჩატარების ხარისხზე.
ადგილობრივი არჩევნების დროს მე არაერთგზის აღვნიშნე, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება ვითარება ისე შებრუნებულიყო, რომ მე შესაძლოა, უმძიმეს თემაზე გამეკეთებინა განცხადება. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. გუშინდელ ბრიფინგზე, მე განვაცხადე, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მეტად ჩემთვის უმთავრესია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაბრუნება, თუმცა ეს ჩემი განცხადება არცერთ საინფორმაციო გამოშვებასა თუ საგაზეთო პუბლიკაციაში არ მოხვდა.
დიახ, დღეს დგას საკითხი, როდესაც ჩვენ მთელმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ხმამაღლა ვთქვათ, ჩვენთვის არის თუ არა უმთავრესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ ნებისმიერ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება გვინდა უმთავრესი მიზნების მისაღწევად, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვკითხოთ საკუთარ მოსახლეობას, რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ იმისათვის, რომ მთავარი პრიორიტეტი რომელიმე ორგანიზაციაში წევრობა კი არა სწორედ ამ მიზნების შესრულება იყოს.
ის განცხადებები, რაც დღეს ცხინვალში გაკეთდა რეფერენდუმთან დაკავშირებით, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული ვითარების მომტანი აღმოჩნდეს. ვისაც ეს არ ესმის, მე დაგიხატავთ ძალიან მარტივ სურათს: თუ ამ რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბედი მთლიანად იქნება დამოკიდებული რუსეთის ე.წ. კეთილ ნებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






