„მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში 21 ივლისი“
პოლიტიკა - 17:05, 24 Jun, 2014     885

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში - 21 ივლისი:

"რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა იყოს დანიშნული მეორე ტური, ამ საკითხზე არსებობს საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მეორე ტურის თარიღს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოანგარიშება. პირდაპირი ჩანაწერი, როდის უნდა გაიმართოს მეორე ტური, არ არსებობს.

მითითებულია კონკრეტული დღეები და ამის მიხედვით უნდა გამოვიყვანოთ ფორმულა. ასევე, გასათვალისწინებელი და მხედველობაშია მისაღები, რომ გამგებლებსა და მერებთან დაკავშირებით სხვა თარიღია დადგენილი რეგიონებში და თბილისის მერთან დაკავშირებით - სხვა თარიღი.

კერძოდ, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ როდესაც შედგება შემაჯამებელი ოქმი, თუ ის არ გასაჩივრდება, გასაჩივრების ვადის გასვლიდან სამი დღის ვადაში ცესკო ნიშნავს მეორე ტურის თარიღს.

ამის მიხედვით უნდა მოხდეს თარიღის გამოყვანა. ყველა ვადა რომ გავითვალისწინოთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში 21 ივლისი.", - აღნიშნა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42