რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:37, 24 Jun, 2014     1737

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით აჟიოტაჟის შექმნის მიზნით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება:

“ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით აჟიოტაჟის შექმნის მიზნით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. სახელმწიფო პოლიტიკა პროგრესზე და განვითარებაზეა ორიენტირებული და ხარჯვა ხარჯვისთვის არ არის პრიორიტეტული მმართველი გუნდისთვის.

ფაქტია, რომ ჩვენ მეტი კილომეტრი გზა დავაგეთ, მეტი გრძივი მეტრი წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მაგალითისთვის, 2012 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა მხოლოდ 1.5 კმ. მონაკვეთზე და 77 კმ.-ზე მიმდინარეობდა სამშენებლო აქტივობა. მაშინ როდესაც 2013 წელს სამშენებლო აქტოვობა განხორციელდა 111 კმ.-ზე და 15.4 კმ. გზა გაიხსნა. წელს, ჩვენი სამინისტრო 140 კმ.-ზე ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და სექტემბრის ბოლომდე დამატებით 31 კმ. ჩქაროსნულ მაგისტრალს გავხსნით.

ასევე, 2013 წლის ბოლოდან დავიწყეთ მყარი ნარჩენების მართვის სრულიად უნიკალური პროექტები, რის გამოც თელავის და ქუთაისის მოსახლეობა მადლობას გვიხდის, რომ აღარ აწუხებთ სუნი და ანტისანიტარია, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა!

2013 წელს მიმდინარეობდა 19 ქალაქის და 7 დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ჩვენ წელს დამატებით დავიწყეთ 25 ქალაქისა და 3 დაბის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები.

აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 82 სოფელში, დაიწყო ახალი ამბულატორიების მშენებლობა. აქედან 20 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა. ახალი ამბულატორიები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, განხორციელდა ჭაბურღილების პროექტი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაუჭრის.

ჩვენ შევქმენით თვითმმართველობის ევროპული ტიპის სისტემა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

სწორედ მძიმე მემკივიდრეობის ბრალია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ხარვეზის, შეცდომისა და რეალურად გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაგვჭირდა. მაგალითად, დართლო - კულტურული მემკვიდეობის ძეგლების კუთხით, ერეკლეს სასახლე, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, თელავის ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.…

ძველი პროექტების გადახედვისას იკვეთება ყოფილი ჩინოვნიკების კონკრეტული ინტერესები ან გულგრილობა და როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ამ პროექტების რევიზიას, სწორედ ეს აზარალებს მათ და ყველანაირად ცდილობენ აჟიოტაჟის ატეხვას, რათა არაეფექტიანი ხარჯვის იგივე რეჟიმში დააბრუნონ საზოგადოება.

მარტო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ ნიმუშად, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ წინა ხელისუფლების პროექტები, მაგალითად, კასპის წყალმომარაგება, ეს იყო ჩავარდნის ნათელი მაგალითი და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ მისაღებ დონეზე მაინც ჩაგვებარებინა ეს პროექტი.

ჩვენი მიდგომებით, პროექტების ეფექტური განხორციელების დასტურია ის, რომ დონორ ორგანიზაციებთან დავიწყეთ ახალ პროგრამებზე მუშაობა და უკვე ხელმოწერიალია 300 მლნ-ზე მეტი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, რაც რეალურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42