პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ხმების გადათვლისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებელი არაა.
მისი თქმით, კანონის მიხედვით, ხმების გადათვლის უფლებამოსილება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას.
"ხმების გადათვლის საკითხი ზოგადად ოცი წელია დგას. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია თავის დროზე მრავალგზის ითხოვდა ამას და პრაქტიკულად, არასოდეს, წლევანდელ წლამდე, არც საარჩევნო კომისიებს დაუკმაყოფილებიათ ეს მოთხოვნა, არც სასამართლოებს. ადგილობრივი არჩევნების დროს, 2002 წელს, როდესაც უზენაეს სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელი გახლდით, სრულიად აშკარა მტკიცებულებები გვქონდა დარღვევების და მაშინ ესეც კი არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ", - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






