ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შოთა მალაშხია რუსეთის მიერ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სურვილს უკავშირებს.
როგორც მალაშხია ამბობს, „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრის გზით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა აღდგეს რკინიგზა და მან ამიერკავკასიაზე სრული კონტროლი მოიპოვოს“.
„პუტინის ოცნებაა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ამის აღდგენა დაიწყო. ერთია რუსეთის პოზიცია და მისი მარიონეტები ამას ახმოვანებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის არეულობები აფხაზეთში და უფრო პრორუსი ხელისუფლების მოსვლა; ეს არის სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება. ძირითადი თემა აქ არის რკინიგზის აღდგენა - ეს სჭირდება რუსეთს არა მარტო საქართველოს კონტროლისთვის, რაც პრაქტიკულად უკვე განხორციელებეული აქვს, ეს სჭირდება ბაქოსა და ერევანში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ამიერკავკასიის სრული კონტროლისთვის. ის ვერ მოამარაგებს ციდან მის სამხედრო ბაზებს, ამიტომ სჭირდება რკინიგზა. ამიტომ ამ საკითხს მოჰყვება გართულებები, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნოწმენდის გაგრძელებით და ამ მიერთების საკითხებზე ე.წ. რეფერენდუმების დანიშნვით. მეორეა, ამას როგორ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება: პირველად რკინიგზის თემაზე საუბარი ივანიშვილმა დაიწყო, როცა ერევანში ჩადიოდა, ამასვე ამბობდა პაატა ზაქარეიშვილი. ეს თემა არის „პადაჩით“ რუსეთიდან, მაგრამ ამას მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლებაც. პროექტი არის რუსეთის, ამიტომ ის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას გააძლიერებს და ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ამ პროცესს. თუ ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანა, ის ამას უნდა გადაყვეს“,- განაცხადა მალაშხიამ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ბერკეტები აქვს საქრთველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეფერენდუმის გასაპროტესტებლად, მალაშხია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მაშველი საერთაშორისო საზოგადოებაა.
„ამაზე არის აპრორიბირებული მიდგომები, – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებში საკითხის დაყენება, შეთავაზებების გაძლიერება, საერათაშორისო სასამართლოების გამოყენება უკნონო დაკავებასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკაშირებით. ამ სასამართლო პროცესებს ვაწარმოებდით არასამთავრობო სექტორთან ერთად, მიგვქონდა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში, ვუჩიოდით იქ მყოფ სტრუქტურებს, რომლებიც არალეგალურად მოქმედებდნენ, იმისთვის, რომ არ ეფრინათ აფხაზეთის ცაზე, ვარეგულირებდით საკითხს „იკაოს“ მეშვეობით. დღეს ყველა ეს მექანიზმი მოშალეს და დაიყვანეს კარასინი-აბაშიძის დონემდე, ეს კი წიწმატისა და ნიახურის დონეა“,- განაცხადა მალაშხიამ.
მასალის გამოყენების პირობები






