შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა გახსნეს
პოლიტიკა - 14:32, 24 Jun, 2014     1698

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

დღესვე შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ერთობლივი მართვის ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცენტრის მთავარი ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმდროინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე 2013 წელს ჩაუყარეს საძირკველი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის გახსნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42