საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ხიდაშელის განცხადებით, არჩევნების შედეგები ყველასთვის შთამბეჭდავია გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნინო ბურჯანაძისა:
„არჩევნების შედეგი იმდენად შთამბეჭდავია ყველასთვის დედამიწის ზურგზე, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნინო ბურჯანაძისა, ანუ ორი ადამიანია უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე. ყველა სხვა დანარჩენი კმაყოფილია და მიხვდა, რა მოხდა საქართველოში.
ყველა მიხვდა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი 49.8 მეათედ პროცენტს იღებს. ასეთია თელავში ჩვენი მერობის კანდიდატის შედეგი, ის მეორე ტურზე მიდის, არავის აზრად არ მოსდის თავში, რომ 0.2 მეათედი პროცენტი მიაყალბოს, ოქმში პატარა რაღაც „იჩალიჩოს“, აქ თემა დახურულია“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






