ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ანატოლი ბიბილოვის განცხადება რეფერენდუმთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
შარაშენიძის თქმით, რუსეთი არ შეეგუება საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და შესაძლოა ის ქვეყნის დე-ფაქტო და იურიდიულ ანექსიაზეც წავიდეს.
„რუსეთი ესე ადვილად არ შეეგუება ჩვენს ევროპასთან დაახლოებას, საუბარი აღარაა ნატოზე. იქნება უამრავი პროვოკაცია და დაშინების მცდელობა. ბოლო ნაბიჯი შეიძლება იყოს ტერიტორიის დე-ფაქტო და იურიდიულ ანექსია. ჩვენი მხრიდან უნდა გააქტიურდეს მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან. უნდა ვთქვათ, რომ ყირიმი, რომ წაიღო რუსეთმა შეიძლება მიაყოლოს სამხრეთ ოსეთიც და შემდეგ - აფხაზეთიც. ეს უნდა ვილპარაკოთ ხმამაღლა. ჩვენ დიპლომატიური მხარდაჭერის გარდა სხვა რესურსი არ გვაქვს“, - განაცხადა შარაშენიძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.
დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს რეფერენდუმზე იქნება გატანილი.
“ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენ ლოზუნგებზე, არ იქნება არანაირი ორმაგი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, საკითხი რეფერენდუმზე გავა, თუმცა ამ საკითხით სრულად ჩამოყალიბებული, კონსოლიდირებული პარლამენტი დაკავდება”, - განაცხადა ბიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






