შაშკინი - თამარ სანიკიძეს არ ესმის რა არის განათლება
პოლიტიკა - 13:50, 24 Jun, 2014     1675

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თამარ სანიკიძის მიერ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ექს-მინისტრის არ ეთანხმება სანიკიძის განცხადებას, რომლის მიხედვით 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების გრიფირება დარღვევებით ჩატარდა. შაშკინის თქმით, გრიფირებამ მოაგვარა ქაოსი, რომელიც სახელმძღვანელოების სივრცეში სუფევდა და სკოლებს შესაძლებლობა მისცა, მოეწესრიგებინათ განათლების ეს სფერო.

„გუშინ მაესტროს ეთერში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პროკურორის როლში მოგვევლინა. მან ბრძანა, რომ 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების გრიფირება დარღვევებით ჩატარდა და თავს უფლება მისცა პროკურატურისთვის მითითებები მიეცა. ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ქვეყანას საქმე სატირლად რომ არ ჰქონდეს.

სანიკიძეს არ ესმის რა არის კანონი და რა არის განათლება. ეს არის ჩვეულებრივი მავნებელი, ამიტომ, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. საზოგადოებას კი მინდა შევახსენო, რომ გრიფირებამ 2011-2012 წლებში მოაგვარა სრული ქაოსი, რომელიც სახელმძღვანელოების სივრცეში სუფევდა და სკოლებს შესაძლებლობა მისცა, მოეწესრიგებინათ განათლების ეს სფერო. გრიფირებას ახორციელებდა არა მინისტრი ან პრეზიდენტი, არამედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და კომპეტენტური პროფესიონალები.

ცნობისთვის, 2013 წელს მაშინდელი მინისტრის მარგველაშვილის გადაწყვეტილებით 18 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე. ეს ის სახელმძღვანელოებია, რომელიც დღეს სანიკიძეს არ მოსწონს და ზუსტად ეს სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდონ ახლა, რომ ბავშვებს სექტემბერში დაურიგონ. ანუ მთავრობა ფულს იმაზე ხარჯავს, რაც სანიკიძეს უკანონო ჰგონია?

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: პოლიტიკური დევნა სამართლებრივი დევნისგან ზუსტად იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკური დევნის პირობებში ჯერ მინისტრი ან სხვა პოლიტიკური ლიდერი საკუთარი განცხადებით დებს ბრალს და შემდეგ უკვე პროკურატურა ახორციელებს დევნას.

რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ განათლების ამჟამინდელ მესვეურებს სურვილი გაუჩნდათ, არამარტო დე ფაქტო, არამედ დე იურეც ჩამოაშორონ ავტორები სახელმძღვანელოებს და ხელში განათლების ეს სფერო ჩაიგდონ“, - წერს დიმიტრი შაშკინი.

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების გრიფირება დარღვევებით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42