"ქართული ოცნება" პარტიის სახელით ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს.
პოლიტიკა - 13:10, 24 Jun, 2014     1563

"ქართული ოცნება" პარტიის სახელით ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.

"საბურთალოს რაიონის ქუჩებში გამოჩნდა "ქართული ოცნების" სახელით გაკრული განცხადება, რომლითაც თითქოსდა "ქართული ოცნება" მსურველებს სთავაზობს, სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ განცხადებაში მითითებულ ნომრებზე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის დახმარებას სთავაზობენ მსურველებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ "ქართული ოცნება" მითითებულ განცხადებასთან არავითარ კავშირში არ არის.

სავარაუდოდ, მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღაცას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურს.

მივმართავთ მოქალაქეებს, ქალაქის ქუჩებში მსგავსი განცხადების ნახვის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონულ შტაბებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადების წარმომავლობა",-ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების სახელით გავრცელებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია ამბები.გე-მ დღეს გაავრცელა. განცხადებები, რომლითაც თბილისელებს "ქართული ოცნების" სახელით გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას პირდებიან, საბურთალოზე, ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული.

"ძვირფასო თბილისელებო, თუ ვინმეს ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ", – აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42