ირაკლი ალასანია ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 12:19, 24 Jun, 2014     1234

დღეს, საქართველოს თავდაცვის უწყებას ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარიუს ველიჩკა ესტუმრა. ლიტველ კოლეგას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა. უცხოელი სტუმარს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მიხეილ დარჩიაშვილმა ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. მარიუს ველიჩკამ საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მათ შორის ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთება, შეიარაღებულ ძალებში გატარებული ინსტიტუციონალიზებული რეფორმები, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლა, ჯარის დეპოლიტიზირება, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის განვითარება. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას. კოლეგებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ მოინახულებს.

მარიუს ველიჩკა ბათუმში 26-28 ივნისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42