„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატების დებატებთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.
„დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის განცხადება:
თუ საზოგადოებას სურს დებატები, გარდა ნეიტრალური ტერიტორიისა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:
# ნიკა მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული;
# ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია არაყით);
# დავით ნარმანია დებატებს უნდა დაესწროს მშობლებთან ერთად;
# დავით ნარმანიას ხმას უნდა დაედოს სპეც-ეფექტები (რევერი და ჰოლი);
# დავით ნარმანიას ტრიბუნასთან უნდა იდოს ცივი საზამთრო და დანა (საზამთრო - სასურველია დაუჭრელი);
# ჟურნალისტებს ეკრძალებათ დავით ნარმანიასთვის კითხვების დასმა თბილისთან დაკავშირებით;
# დებატების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს, დავით ნარმანიას უნდა შეეძლოს სტუდიაში ორი მოცეკვავის შემოყვანა და გამარჯვების აღნიშვნა უცნაური ცეკვით;
# თუ დავით ნარმანიას რაიმე გამონათქვამს ვერ გაიგებთ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ;
# დებატების მიმდინარეობისას, ნიკა მელიას ტრიბუნას, დასაბნევად და დასათარსად ბურთის კენწვლით წრეებს უნდა ურტყამდეს ვიცე-პრემიერი კალაძე;
# დებატების შედეგები უნდა დათვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა;“ - წერს ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






