ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.
“კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, თუმცა ამ მიმართულებაით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია 27 ივნისი, როდესაც ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას. ჩვენ მივესალმებით ამ ყველაფერს, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის რეფორმები, რომლებიც განსახორციელებელია, ეტაპობრივად განვახორციელოთ და უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ნათქვამია, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და უკრაინასთან ხელმოწერის პროცესის დასრულება უმნიშვნელოვანესია ოთხივე მხარისთვის.
განცხადებაში საუბარია თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა რეფორმების გატარების პროცესი, დემოკრატიული ღირებულებები და ვაჭრობა.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამატებითი სარგებელი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






