კარასინი-აბაშიძის კონსულტაციამდე პრაღაში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართება, დაგეგმილი აუდიენციის დეტალები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა შემადგენლობით გაიმართება ჩეხეთში ექსპერტთა შეხვედრა, თუმცა, ცნობილია, რომ საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იქნება.
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ივლისის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
„ვისაუბრეთ ჩვენი მორიგი შეხვედრის შესახებ, რომელიც პრაღაში გაიმართება. ამ შეხვედრაზე ჩვენ ჩვენი მანდატი გვაქვს და ჩამოყალიბებული დღის წესრიგი. რამდენიმე დღით ადრე ასევე პრაღაში გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა. იმ დროისთვის ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვექნება და ალბათ, საინტერესოა ექსპერტებისთვის, შემდგომ როგორ განვითარედება ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






