ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსი პეტრიაშვილი კომენტარს აკეთებს, მინისტრის განცხადებით, ამ ნაბიჯით იწყება რეალური პროცესი, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციას შეუქცევადს გახდის:
„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მართლაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, იწყება რეალურად პროცესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა, ეს შეთანხმება შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროპეიზაციას, ეს არის მისი მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე. ნატოს არაერთხელ უთქვამს, რომ არ იღებს გადაწყვეტილებას მესამე მხარის გავლენის ქვეშ, ეს არის საქართველოსა და ნატოს გადაწყვეტილება, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მთავარია დაფიქსირდეს რეალურად ხელშესახები პროცესი“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






