ევროკავშირი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის შიდა რეფორმების კუთხით. ამ მხრივ, ევროკავშირი და თითოეული ხელმომწერი ქვეყანა ითანამშრომლებენ შემდეგი საკითხების განხორციელებაში: კანონის უზენაესობის ამაღლება, სასამართლო რეფორმების წარმატება, კორუფციასთან ბრძოლა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
"ასოცირების ხელშეკრულება მიზნად ისახავს გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და სხვა ხელმომწერებს შორის და ეტაპობრივად მოახდინოს მათი ინტეგრირება ევროკავშირის შიდა ბაზართან, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში.
ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს ხელმომწერ ქვეყნებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში იმ მიზნით, რომ წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღდგენასა და ზრდაში და ხელი შეუწყოს ქართული ეკონომიკის უკეთ ინტეგრაციას მსოფლიო ბაზართან. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეფორმები განხორციელდება, ეკონომიკური ზრდა წლიური 4,3% შეიძლება იყოს," - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






