კოალიცია "ქართული ოცნება" სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული მმართველმა პარტიამ შემოწირული თანხები უკან დაუბრუნა.
“მიმდინარე წლის 20 ივნისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" და "ჯეოსპირტპრომმა” განახორციელა შემოწირულობა - თითოეულმა 20 000-20 000 ლარის ოდენობით.
20 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეორე „ბ“ პუნქტით დადგენილი ნორმა დარღვა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ორივე კომპანიას, იმავე დღეს უკან დაუბრუნდა მათი მხრიდან შემოწირული 20 000-20 000 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი საგადასახადო დავალება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიში ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შემოწირულობა.
საარჩევნი სუბიექტი არ არის ვალდებული გააკონტროლოს, თუ ვისი მხრიდან ხორციელდება შემოწირულობა. ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ახორცილებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






