ომბუდსმენი რუსეთს, ცხინვალსა და საქართველოს შსს-ს მიმართავს
პოლიტიკა - 19:31, 23 Jun, 2014     1470
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
"სახალხო დამცველს დაუკავშირდა ახალგორში გაუჩინარებული გ.ბ.-ს ოჯახის ახლობელი. მათი განცხადებით, ამა წლის 4 ივნისს, 20 წლის გ. ბ. და დ.ა. სამსახურიდან წაიყვანეს ახალგორის დე ფაქტო მილიციაში დასაკითხად როგორც ქურდობაში ეჭვმიტანილი. დ.ა. დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. გ.ბ. ბოლოს დ.ა.-მ სწორედ მილიციაში ნახა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახის ინფორმაციით, იგი გამომძიებელს არ დაუკითხავს. დღის ბოლოს, კი გ.ბ.-ს პირადი ნივთები მილიციამ ოჯახის შორეულ ნათესავს მიუტანა სახლში. ახლობლების განცხადებით, ახალგორის დე ფაქტო მილიცია ოჯახს ეუბნება, რომ გ.ბ სახლთან დატოვეს და იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქმეს იძიებს დე ფაქტო საგამოძიებო სტრუქტურები, ასევე, საქმის კურსშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, თუმცა მათ ახალგორში შესვლის საშუალება არ აქვთ. სახალხო დამცველი მიმართავს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ დაკარგულის მოძიებაზე დროული და ეფექტური რეაგირება და ითანამშრომლონ დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უფლებადამცველი ორგანიზაციების მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა, - "სამწუხაროდ, გ.ბ.-ს გაუჩინარების ამბავი რამდენიმე დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42