პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებას“ უკანონო შემოწირულობების მიღებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება“ჯეო სპირტ პრომისა” და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” შეწირულ თანხებს.
როგორც მონიტორინგის სამსახურში განმარტავენ, ამ კომპანიების მფლობელები საქართველოში რეგისტრირებული ადამიანები არ არიან და აქედან გამომდინარე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი დაირღვა. კანონის თანახმად, კი მმართველმა პარტიამ შემომწირველებს თანხა უკან უნდა დაუბრუნოს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით იურიდიული პირისთვის შეზღუდვაა, რომ ის აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული და ყველა პარტნიორი, საბოლოო ბენეფიციარი იყოს საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად “ქართულ ოცნებას” მიეცა მითითება, რომ მან შემომწირველს მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს, ასევე ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს, აღნიშნული შემომწირველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენების თხოვნით, რომელიც შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება”, – განაცხადა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






