"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს - გეგეჭკორი
პოლიტიკა - 15:46, 23 Jun, 2014     1490

"ნაციონალური მოძრაობა" პერმამენტულად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგი უგულავას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება აბსოლუტური აბსურდია.

"2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცენდენტო ჩვენი ქვეყნისთვის. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, კანდიდატებს მოუწიათ 50%-ანი ბარიერის დაძლევა, რიგ შემთხვევებში კი, ხმების სულ რაღაც 2-3% დაკლების გამო, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. სახელისუფლო გუნდს რომ ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე არ მიიყვანდა საქმეს.

"ქართული ოცნება" არის რეალურად დემოკრატიული ძალა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბითა და დემოკრატიულობის ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პერმამენტულად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, არჩევნების პროცესში მის მიმართ ზედმეტი კითხვები არ გაჩენილა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და "ნაციონალურ მოძრაობას" თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას", - განაცხადა გეგეჭკორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42