კიტოვანი ღარიბაშვილს პასუხობს - გადაადგილებას თუ მიკრძალავენ დამიჭირონ
პოლიტიკა - 15:21, 23 Jun, 2014     3429

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი „ნიუპოსტთან“ საუბარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისვთის გაუგებარია თუ რატომ დადის თენგიზ კიტოვანი ქალაქში თავისუფლად. „ნიუპოსტი“ დაინტერესდა აპირებს თუ არა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ აქტიურობას. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს:

აპირებთ თუ არა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში?

მე საერთოდ არ ვაპირებ აქციების მოწყობას, იმიტომ რომ ჩემს ინტერესებში არ შედის. თუ დაუსჯელობის კანონი არ გამკაცრდება მაშინ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ... 320 ათასი კაცი დაპატიმრებული ჰყავდათ გამოშვებული, ეს არ არის ხუმრობა... კომუნისტებს არ ჰყავდათ ამდენი, 35-36 ათასი პატიმარი ჰყავდათ მხოლოდ, ამათ კიდევ 320 ათასი ჰყავდათ დაპატიმრებული, გაძარცვული და გამოშვებული, ვინ უნდა აგოს მაზე პასუხი? ამაზე პასუხი სააკაშვილის რეჟიმმა უნდა აგოს და იმ შემსრულებლებმა, რომლებიც ამას ასრულებდნენ..

ვისი იმედი გაქვთ, რომელი პოლიტიკური პარტიის..

მე პოლიტიკაში არ ვერევი, მე ჯერ-ჯერობით მხარს ამ მთავრობას ვუჭერ, თუ მთავრობამ არ მიიღო რადიკალური ზომები და არ დაიწყო ამათი დაპატიმრებები ან პასუხისგებაში მიცემა, მაშინ ჩვენ ვერ დავიჯერებ ამ მთავრობისას ვერაფერს..

რამდენიმე კვირის წინ თქვენ პრემიერმა გახსენათ, ციტირებას მოვიყვან: „ძალიან თავისუფლად დადის ახლა, რა უნდა ამ კაცს არ ვიცი, რას დადის მე ვერ გამიგია", როგორ გაიგეთ მისი ეს განცხადება?

მე სანამ პრემიერს გავცემდე პასუხს, მე მაგაზე უფროსი ვარ, აქამდე დავდიოდი ქალაქში და სადაც მინდოდა იქ მივდიოდი და მოვდიოდი... 10 წელი ქალაქში არ შემომიშვა მიშას პოლიტიკამ, ახლა მე თავისუფლად შემიძლია..მაგათ შეუძლიათ ამიკრძალონ სიარული და მაშინ დამიჭირონ, აბა რა ვქნა ჭრელო პეპელა ნურც აქეთ გაფრინდები, ნურც იქითო..

თქვენ მისი ეს განცხადება სერიოზულად არ აღგიქვამთ?

მე რა უნდა ვუთხრა ახალგაზრდა კაცია, თავის სამშობლო უყვარს და ცდილობს ხალხისთვის ყველაფერი გააკეთოს, წესიერი კაცია.. არ არის ის ადრე რომ იყვნენ პრემიერმინისტრები ისეთი. ჩემს დროს იყო თენგიზ სიგუა წესიერი კაცი და ასეთია ესეც.

ე.ი. ირაკლი ღარიბაშვილი თენგიზ სიგუას გაგონებთ?

კი, ის იყო წესიერი და ახლა ვთვლი, რომ ირაკლი ღარიბაშვილია წესიერი კაცი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42