პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას ცესკო-ს თავჯდომარეს. ამის შესახებ სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.
“პირველ რიგში, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოვუწოდებ, ცსკ-ს და მის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს. მინდა მადლობა გადავუხადო თამარ ჟვანიას კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის. მას აქვს სრული დამოუკიდებლობა და ის და თავისი მთელი თავისი შემადგენლობა ამას ძალიან კარგად ხედავს. ვამაყობთ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩავატარეთ და დავასრულეთ ის დრო, როდესაც შესაძლოა, ვიღაცას ეჭვი გასჩენოდა, რომ ცსკ-ზე ვიღაც ზეგავლენას ახდენს. რას ქვია პრემიერი აიძულებს, ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ”, - განაცხადა სესიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებს და მას მეორე ტურის 12 ივლის დანიშვნას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






